Wednesday, November 18, 2009

1.პროექტის სახელი: მე და გალაქტიკები
2.პროექტის მოკლე აღწერა: 3-4 კაციან ჯგუფებად დაყოფილ ბავშვებს ეძლევათ სხვადასხვა დავალებები: მოიპოვონ ინფორმაცია სამყაროს წარმოშობის, აგებულების, გალაქტიკების, ვარსკვლავების, პლანეტების და სხვა ციურ სხეულთა შესახებ.
3. პროექტის სრული აღწერა: ა) პირველ ჯგუფს ევალება მოამზადონ მასალა სამყაროს წარმოშობის შესახებ, განიხილონ ამ დროისთვის არსებული თეორიები და მათ შორის მნიშვნელოვანი თეორია- დიდი აფეთქების შესახებ.
ბ) მეორე ჯგუფი მოიძიებს მასალას ძველი და თანამედროვე სამყაროს სტრუქტურის შესახებ, კერძოდ ყურადღებას გაამახვილებს გაფართოებადი სამყაროს თეორიაზე: როგორ წარმოიშვა ეს თეორია, რომელი მეცნიერის სახელს უკავშირდება, და არსებობს თუ არა ალტერნატიული თეორიები.
გ) მესამე ჯგუფი შეისწავლის ნისლეულებს: მათ წარმოშობას, აგებულებას და პერსპექტივას-მიიღება თუ არა ნისლეულებისგან სხვა ციური სხეულები.
დ) მეოთხე ჯგუფი მოამზადებს მასალას გალაქტიკების შესახებ, კერძოდ რა და რა ფორმის არსებობს, შემადგენლობა, ზომები, როლი და ადგილი სამყაროში და ა შ. მზის სისტემა, რომელ გალაქტიკაში მდებარეობს, როგორი ფორმისაა, სად მდებარეობს მზე ამ გალაქტიკაში. შეგვიძლია თუ არა გალაქტიკების დანახვა ცაზე და მათ შორის ჩვენი გალაქტიკის. ყოველთვის არის თუ არა ვარსკვლავთა გროვა გალაქტიკა და ა.შ.
ე) მეხუთე ჯუფი შეისწავლის ვარსკვლავებს. გაარკვევს როგორია ვარსკვლავთშორისი სივრცე, მტვერი. მოახდენს მათ კლასიფიკაციას ზომების, ტემპერატურის , ფერის და ა. შ. სხვა თვისებების მიხედვით. ყურადღებას გაამახვილებს ჩვენს უახლოეს ვარსკვლავზე. წარმოადგენს ცხრილებს.
ვ) მეექვსე ჯგუფი შეისწავლის ნეიტრონულ, ცვალებად, ფეთქებად, ზეახალ ვარსკვლავებს. ასევე გაარკვევენ რატომ ჰქვია ზოგიერთ ვარსკვლავს ჯუჯა ვარსკვლავი და რას ნიშნავს შავი ხვრელი. შესაბამისი პლაკატები თუ იქნება სასურველია.
4. მონაწილეთა ასაკი; 16-17 წელი
5. ვადები/ხანგრძლოვობა:ორი თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინტერნეტი, ენციკლოპედია, ვარსკვლავთა კატალოგები. მონაცემების შეტანა ცხრილებში.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნას ბლოგი, სადაც მოსწავლეები გამოაქვეყნებენ თავიანთ ნაშრომებს ტექსტის, ცხრილისა და სურათების სახით.
8. სასარგებლო სხვებისთვის. აუცილებელია ყველამ იცოდეს ის სამყარო რომელშიც ცხოვრობს და მის მიმართ ჰქონდეს სრულფასოვანი დამოკიდებულებები
9. სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ასტრონომია
11. პროექტის ფასილიტატორი: მაია ჩიქვინიძე
12. ფასილიტატორის ელ.ფოსტა;
maia.chikvinidze@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
http://maiachikvinidze.blogspot.com/

No comments:

Post a Comment